ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევენ თბილისში მოქმედ დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებს კონკურსში – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014" მონაწილეობისათვის.
კონკურსის მიზანს წამოადგენს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
კონკურსში მონაწილეობას იღებს თბილისის ნებისმიერი 4 უმაღლესი სასწავლებელი, რომელის ბაზაზეც არსებობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. უმაღლესი სასწავლებლების შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტმა უნდა წარმოადგინოს დაინტერესების წერილი შემდეგ მისამართზე: se@epfound.ge
წყარო: epfound.ge