გურიის ახალგაზრდულ
რესურსცენტრში მოქმედი „მოხალისეთა სახლი" აცხადებს ახალგაზრდების (VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის) მიღებას
არაფორმალური განათლების ცენტრში.
არაფორმალური განათლების ცენტრი ორგანიზაციაში დაარსების
დღიდან მოქმედებს. იგი ახალგაზრდებს თავაზობს უფასო საგანმანათლებლო კურსებს ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, სასიცოცხლო უნარ–ჩვევები,
პროექტების წერა და მართვა, თემის მობილიზაცია, მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა,
სამოქალაქო განათლება, ცხოვრების ჯანსაღი წესი.
დაინტერესებულმა
პირებმა მიმართეთ
გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრს
შემდეგ მისამართზე:
ოზურგეთი, რუსთაველის #4 (კინო „ოზურგეთის" გვერდით, მე–2 სართული).
ტელ: (0496) 27 41 26
მობ: 555 35 62 36;
ელ-ფოსტა: q.gobronidze@gmail.com