კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტეტის ორგანიზებით იმართება ორდღიანი სემინარი - ,,საჯარო ადმინისტრირება როგორც კარიერული არჩევანი და ეფექტური თანამშრომლობა საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და არასამთავრობო სექტორს შორის''. სემინარი ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებსაც: არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯმენტი, საბჭოების მართველობა და თემის მობილიზაცია. სემინარზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, მკვლევარებს, საჯარო ადმინისტრირებით დაინტერესებულ პირებს.