en
ge

ტრენინგი ენერგეტიკის სექტორი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
  • დაწყების თარიღი: 02.10.2014
  • ბოლო ვადა: 13.10.2014
  • ბმული: http://greenalt.org/ka/news/
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგზე განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრეინინგზე პრაქტიკულ ნაწილს, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიან დაგეგმვის (მარკალის მოდელი) საკითხებს, ენგურჰესისა და ზაჰესის მაგალითებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას. ტრეინინგზე, მათ შორის, განხილული იქნება ასევე: ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროში საქართველოში არსებული ნორმატიული ბაზის და სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდგრადობის კრიტერიუმების შექმნის აუცილებლობა და სხვ.
სრულად...
წყარო: greenalt.org