ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე და 2015 წლის პირველი მაისისათვის არ შესრულებია 20 წელი. კონკურსში განაცხადების შემოტანა შეიძლება ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.
საკონკურსო განაცხადების ფონდის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის, გამოგონების აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2014 წლის 8 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 ნოემბრის 24:00-მდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ფონდის ელექტრონული ბაზა დაიხურება განაცხადების რეგისტრაციისათვის.
სრულად...
წყარო: rustaveli.org.ge