ქალთა გლობალური ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს. ფონდი გასცემს გრანტებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა უფლებების დაცვა, ეკონომიკური და პოლიტიკური გააქტიურება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ძალადობის აღმოფხვრა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს, ქალთა ჯგუფებს, რომლებშიც წამყვან პოზიციებზე ქალები არიან დასაქმებულები.