საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე _ „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 1 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულ (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ქართულენოვანი სტატია.
წყარო: ombudsman.ge