en
ge

პროგრამა შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის გასაცნობად

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცივილიზაციათა ალიანსი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 26.10.2014
  • ბმული: http://www.unaoc.org/event/call-for-applications-fellowship-programme-2014/
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცივილიზაციათა ალიანსი (UNAOC) იღებს განაცხადებს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა გულისხმობს მომავალი ლიდერების, ახალგაზრდების მოგზაურობას შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და ამით მათ დაახლოებას სხვადასხვა კულტურულ რეალობასთან და გარემოსთან.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 15 მონაწილე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რომლებიც დაკავებული არიან სხვადასხვა საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციაში, მუშაობენ მედიაში, მთავრობაში, ეკუთვნიან სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ საზოგადოებებს.