ცხადდება მონაწილეთა მიღება ტრენინგ კურსში - „ევროპული მოქალაქეობა". კურსი ჩატარდება 2015 წლის 15-21 თებერვალს, უნგრეთში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კრიტიკულ, დემოკრატიულ და კრეატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.