en
ge

დაფინანსების შესაძლებლობა სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

დაფინანსების მიღების შესაძლებლობა სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" (EPF) იწვევს სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებულ თბილისში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ორგანიზებულ კონკურსში - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ კონკურსის ვებ-გვერდზე: www.gosocialenterprise.ge
რეგისტრაციის გავლისა და სტუდენტური გუნდის მიერ პარტნიორად შერჩევის შემთხვევაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ეძლევა შანსი მიიღოს გრანტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან" და სურვილის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსება შეღავათიანი სესხის სახით თბილისის მერიის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
წყარო:epfound.ge