ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიის - NIMD - ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ" - ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების, ვალდებულებების და გამოწვევების შესახებ.