IDFI და ბრემენის უნივერსიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020" - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" (ZigB). აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020" და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ინტერნეტ-სივრცის აქტიურ მომხმარებლებს (ბლოგერებს, ანალიტიკოსებს და სხვა პირებს)
ქართულ ენაზე დაწერილი CV და ესსე უნდა გამოაგზავნოთ მეილზე vacancies@idfi.ge
ესსეში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს) განხილული უნდა იყოს სამი საკითხი:
1. როგორ დაახასიათებს კონკურსის მონაწილე თავის საქმიანობას - იყოს ავტორი ინტერნეტ-სივრცეში და რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში;
2. უნდა შეაფასოს თავისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი. უნდა აღნიშნოს, თუ რატომ მოსწონს ეს ნაშრომი, რა გამოხმაურება ჰპოვა ამ ნაშრომმა და მიუთითოს მისი ინტერნეტ-ბმული;
3. რა აქტივობებს განახორციელებს საქართველოს მთავრობის - სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით სამოქალაქო ინფორმირებულობის ზრდის კუთხით.
შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ 3 თვიანი სტიპენდია 500 ევროს ოდენობით. საბოლოოდ გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატს/ებს, 2015 წლის იანვარში, გადაეცემა ფულადი პრემია. საპრიზო ფონდი შეადგენს 2000 ევროს.
სრულად...
წყარო: idfi.ge