en
ge

სტრასბურგში სწავლის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.11.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1484976668448459/
საზოგადოებაში პარლამენტარიზმის გაძლიერების პროგრამის ფარლებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში - ,,საქართველოს პარლამენტის მოდელირება". სამი დღის განმავლობაში მთელი საქართველოდან შერჩეული მონაწილეები თავს გამოცდიან პარლამენტარების როლში, გადანაწილდებიან 10 კომიტეტში, სადაც იმუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივებზე, მიიღებენ მონაწილეობას დებატებსა და საჯარო გამოსვლებში, აქტიურად ჩაერთვებიან თითოეული ინიციატივის განხილვაში, გაიღრმავებენ ცოდნას პარლამენტარიზმის შესახებ, მიიღებენ რჩევებსა და გაივლიან მასტერკლასებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან.
პროექტის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო დელეგატები, რომლებიც მიიღებენ ფასიან პრიზებს, ხოლო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჟიური გამოავლენს საუკეთესო სპიკერს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი 100 %–ით დაუფინანსებს 2–კვირიან სასწავლო ვიზიტს სტრასბურგში.