USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება" (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე: მოქალაქე In action.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (სამივე საგანმანათლებლო საფეხური);
- დაიცავით კონკურსის თემატიკა (მოქალაქეთა ჩართულობა. გაეცანით „სამოქალაქო განათლების გზამკვლევს");
- ერთი ავტორისგან მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო;
- კონკურსზე არ დაიშვება ფოტოები რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვა ფოტოკონკურსებში;
- გამოაგზავნეთ მაღალი რეზოლუციის საავტორო ფოტო (კონკურსზე არ დაიშვება მობილურით გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტო, რომელსაც ექნება წარწერა ან რაიმე ნიშანი);
- ფოტონამუშევართან ერთად საკონკურსო ელ.ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.
არასრულად შევსებული ანკეტა ან მხოლოდ ფოტო კონკურსზე არ დაიშვება.
მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ფოტო და სააპლიკაციო ფორმა გააგზავნეთ 10 დეკემბრამდე ელ.ფოსტაზე info@cela.ge .23 დეკემბერს მოეწყობა ფოტონამუშევრების გამოფენა, გამოვლინდება სამი გამარჯვებული ფოტო. ავტორებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.