საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით იგეგმება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ,,თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემები." კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინონ ანკეტა, სადაც მოცემული იქნება ერთ გვერდიანი ან გვერდნახევრიანი აბსტრაქტი, რომელშიც მოკლედ უნდა აღწერონ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის პრობლემები. სურვილისამებრ შეიძლება დაუკავშირონ ნაშრომი სასკოლო, საუნივერსიტეტო ან პროფესიულ განათლებას.
ნაშრომებს შეაფასებს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული 4 კაციანი ჟიური. გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით. ყველა მონაწილეს, „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" სახელით გადაეცემა სერტიფიკატი.