en
ge

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - FLEX

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ამერიკული საბჭოები
  • დაწყების თარიღი: 20.09.2012
  • ბოლო ვადა: 20.10.2012
  • ბმული: http://jobs.ge/49307/
უკვე ოცდამეერთე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX" შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
2013-2014 აკადემიური წლისათვის "FLEX" პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
"FLEX" პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 1996 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. "FLEX" პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 1995 წლის 15 მარტიდან 1998 წლის 16 ივლისამდე.
2012 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.
  • გორი19 სექტემბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 3, დ. ამილახვრის 26
  • მარნეული 22 სექტემბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 5, რუსთაველის 52
  • თელავი 24 სექტემბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 7, ალაზანის გამზ 22
  • ბათუმი30 სექტემბერი 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 8, გრიბოედოვის 35
  • ზუგდიდი 4 ოქტომბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 1, აღმაშენებლის 1
  • ქუთაისი 7 ოქტომბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 3, წმინდა ნინოს 2
  • ბორჯომი8 ოქტომბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 1, წმინდა ნინოს 2
  • ახალციხე11 ოქტომბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 1, მიქუტიშვილის 2
  • თბილისი 20 ოქტომბერი, 2012წ. 10:00სთ საჯარო სკოლა 55, ჭავჭავაძის 38.
მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ:
დაბადების მოწმობის დედანი, ერთი ახლადგადაღებული 3x4სმ ფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული.ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ ინგლისური ენის კომპლექსური ტესტისა და რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2013 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2014 წლის ივნისის თვეში.
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში: ტელ: (995 32) 29-21-06, 91-32-72; http://www.americancouncils.ge
წყარო: jobs.ge