en
ge

საჯარო გამოსვლის ხელოვნებისა და საპარლამენტო სტილით დებატების კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 10.12.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/events/679410235512831/
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი იწყებს საჯარო გამოსვლის ხელოვნებისა და საპარლამენტო სტილით დებატების კურსს. კურსის პროგრამა შემუშავებულია 15–დან 18 წლამდე და 18–დან 27 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის
საჯარო გამოსვლის ხელოვნებისა და საპარლამენტო სტილით დებატების კურსი:
  • საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკა;
  • დებატების ხელოვნება;
  • პრაქტიკული კურსი.
საჯაროდ გამოსვლის კურსი მოიცავს:
  • საჯარო გამოსვლის ლოგიკური და შინაარსობრივი მხარეს;
  • აზრის ემოციურად გადმოცემის, მსმენელში ემოციის აღძვრისა და აუდიტორიის მართვის ტექნიკას;
  • გამომსვლელის დამაჯერებლობისა და დარწმუნებელი საუბრის ტექნოლოგიებს;
  • მსმენელებში მოტივაციის აღძვრის მეთოდებს;
  • ოპონენტის აქტიური მოსმენისა და კონსტრუქციული კრიტიკის ელემენტებს;
  • დაპირისპირების ხელოვნებას;
კურსის პრაქტიკულ ნაწილში მსმენელები:
  • მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ ყოველკვირეულ რადიოდისკუსიებში;
  • გამოაქვეყნებენ ანალიტიკურ წერილებს საინფორმაციო სააგენტო newsday-ში;
  • იმუშავებენ კამერასთან;მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებში;