ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსის თემებია: ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა; ინფორმაციის თავისუფლების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა; დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა და გაძლიერება; ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება; დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების გაძლიერება; სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა; კონფლიქტების მოგვარება; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; საბაზრო ეკონომიკის გაძლიერება.