en
ge

აღმასრულებელი დირექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  • დაწყების თარიღი: 10.12.2014
  • ბოლო ვადა: 22.12.2014
  • ბმული: http://jobs.ge/85291/
ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" (GHRN) დარეგისტრირდა 2006 წლის სექტემბერში. მასში დღეისათვის გაერთიანებულია 26 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელთა უშუალო საქმიანობის სფერო ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
GHRN მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
** საქართველოს ნარკოპოლიტიკის მიმართულების შეცვლა - მკაცრი, დასჯაზე ორიენტირებული მიდგომიდან მეცნიერულ მონაცემებსა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომისკენ, რომლის მიზანიც იქნება ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური შედეგების შემცირება;
** საზოგადოების, პოლიტიკოსების, კანონმდებლების და მედიის განათლება ნარკოტიკების პრობლემებისადმი ალტერნატიული მიდგომების თაობაზე.
ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" (GHRN) აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
წყარო:jobs.ge