en
ge

მობილური ამერიკული კუთხის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: უკეთესი მომავლისათვის
  • დაწყების თარიღი: 18.12.2014
  • ბოლო ვადა: 15.01.2015
  • ბმული: http://jobs.ge/85650/
ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისათვის" წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახორციელებს პროექტს "მობილური ამერიკული კუთხე". ამერიკული კუთხის კოორდინატორი არის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი დევნილ საზოგადოებასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ამერიკის შეერთებული შტატებით.
"ამერიკული კუთხე" არის ამერიკული ტიპის მობილური ბიბლიოთეკა ბორბლებზე. პროგრამის მიზანია მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები დევნილების ინფორმირებულობის ამაღლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, სხვადასხვა ფორმით ინფორმაციის მიწოდების გზით. "მობილური ამერიკული კუთხე" აღჭურვილი იქნება წიგნებით, კომპიუტერებით, ინტერნეტით, ვიდეოთეკით, სადისკუსიო სივრცით და სხვადასხვა პროგრამებით.
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შაბათ-კვირა, საღამოს საათები, ასევე საჭირო იქნება მოძრაობა რეგიონის მასშტაბით.
სასურველია აპლიკანტი ნამყოფი იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიმე გაცვლითი პროგრამით: FLEX, IVLP, Muskie.
წყარო:jobs.ge