ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სექსუალური უფლებების დაცვა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ქალთა სექსუალური უფლებების დაცვას; ამ საკითხების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას; ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლება დამცველების გაძლიერებას და დაცვას.
წყარო:jobs.ge