ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" წარმატებული კარიერის შექმნის კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ხუთი წელია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობით წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. 2015 წლის თებერვლალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული ღონისძიება - "ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში" გაიმართება, რომლის მონაწილე თქვენც გახდებით. საქართველოს დელეგაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდულ ასამბლეაზე ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ხელმძღვანელობით გაემგზავრება. საქართველოდან წარდგენილი მოსწავლე-ახალგაზრდები, გაერო-ს სესიებზე დელეგატების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას.\
წყარო: jobs.ge