ICMA (International City/County Management Association) არის ერთ-ერთი წამყვანი ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერობისა და მართვის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1914 წელს. მისი მისიაა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება მთელს მსოფლიოში ადგილობრივი მმართველობების პროფესიული მენეჯმენტის მხარდაჭერისა და შემუშავების გზით.
ICMA ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ ხელისუფლებას ეკონომიკის ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით, პროფესიული პრაქტიკის შემუშავებაში და ეთიკური, გამჭვირვალე ხელისუფლების უზრუნველყოფისთვის. ICMA ატარებს სამუშაოებს ფართო მასშტაბის გრანტებისა და კონტრაქტების საფუძველზე აშშ-სა და გლობალურ დონეზე, რასაც მხარს უჭერენ ფედერალური სახელისუფლებო სააგენტოები, ფონდები და კორპორაციები.
პროგრამას აღწერა:
პროგრამა უზრუნველყოფს დახმარებას ნარჩენების პროფესიული მართვისა და ტექნიკური კუთხით ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ორ რეგიონში: კახეთი და აჭარა. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები ხაზს უსვამს სათბურის გაზების შემცირების მნიშვნელობას ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების გზით, უკანონო ნაგავსაყრელების დახურვისა და კერძო გადამამუშავებელი სექტორის მხარდაჭერით. აქცენტი კეთდება საზოგადოების ჩართულობაზე, დაინტერესებულ მხარეთა დამოკიდებულებაზე და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის განვითარებაზე.
პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს კახეთისა და აჭარის სკოლებისათვის, ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მიდგომის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
წყარო:jobs.ge