en
ge

კონკურსი მცირე პროექტებისთვის კულტურის სფეროში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კავკასიური სახლი
  • დაწყების თარიღი: 31.12.2014
  • ბოლო ვადა: 20.01.2015
  • ბმული: http://jobs.ge/86125/
"კავკასიური სახლის" პროექტი "კულტურის კალენდარი" 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება "კავკასიური სახლის" საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.
2015 წლიდან "კავკასიური სახლის" პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა (ა.ა.იპ), კერძო პირებმა და საინიციატივო ჯგუფებმა.
კონკურსის - "კულტურის კალენდარი" - ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი (300 ლარი კერძო პირებისა და 500 ლარი ორგანიზაციების შემთხვევაში) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.
წყარო:jobs.ge