პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი, ლეინ კირკლენდის პროგრამა და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებს სტიპენდიებს 2015-2016 აკადემიური წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი ჩაერთონ დემოკრატიის განვითარებაში, ეკონომიკაში და სამოქალაქო საზოგადოებაში. პროგრამა მოიცავს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას პოლონურ უნივერსიტეტში და 2-4 კვირა სტაჟირებას საჯარო და კერძო სექტორში.