en
ge

სალექციო კურსი - საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • დაწყების თარიღი: 06.01.2015
  • ბოლო ვადა: 24.01.2015
  • ბმული: https://idfi.ge/ge/georgia-2020-and-foreign-direct-investments
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში "საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები". სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი სებასტიან ტიდემანი.
მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: georgia2020@idfi.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 24 იანვარი.
წყარო:idfi.ge