აშშ-ის საელჩო, ბერკლის უნივერსიტეტთან და edX-თან ერთად საშუალებას გაძლევთ, უფასოდ აიმაღლოთ ინგლისური ენის აკადემიური წერის დონე. ჩვეულ ონლაინ კურსთან ერთად, სურვილისამებრ დაესწრებით დამატებით სესიებს, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი იუნ ნამი და ინგლისური ენის სპეციალისტი, პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე გაუძღვებიან. კურსისთვისაც და სესიებისთვისაც აუცილებელია რეგისტრაცია.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მონაწილეები რეგისტრაციის რიგითობით შეირჩევიან.