საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს სტუდენტებს პროექტში „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" მონაწილეობის მისაღებად
შერჩეული 20 აპლიკანტი ექვსი თვის განმავლობაში მოისმენს საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სადისკუსიოდ შერჩეულ თემებზე და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა, შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე.
კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.
პროექტში მონაწილეობა უფასოა და აქტივობები 2015 წლის მარტიდან დაიწყება.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პროექტის დასახელება. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2015 წლის 15 თებერვალი
შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება.
სრულად...
წყარო: liberalizmi.wordpress.com