en
ge

მცირე გრანტების კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 08.10.2012
  • ბმული: www. initiatives.ge
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღება წარმოებს 2012 წლის 8 ოქტომბრამდე. ერთ საპროექტო განაცხადზე გაიცემა არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
განაცხადის შეტანა შეუძლია პროგრამის პარტნიორი სკოლის ერთ მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს, პედაგოგს, სკოლის დირექტორს და ასევე მოსწავლეთა ჯგუფს თანაკლასელებთან ან პედაგოგებთან ერთად. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს თანაკლასელებთან, თანატოლებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად და მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ საგრანტო განაცხადებს, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადგილობრივ მედიასთან და/ან სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
დაინტერესებული პირებისთვის გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ყოველკვირეულად იმართება კონსულტაციები მცირე გრანტებთან დაკავშირებით.
მიმართეთ შემდეგ მისამართზე:
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4
ტელ: (0496) 27 41 26
მობ: 555 35 62 36; 599 15 63 84
ელ-ფოსტა: q.gobronidze@gmail.com
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ:
www. initiatives.ge;
www.civics.ge