en
ge

საგანმანათლებლო ტური პარიზსა და სტრასბურგში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 20.02.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/events/607029632762795/
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პარიზისა და სტრასბურგის საგანმანათლებლო ტურში.
ტურის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან გაცნობით ტურებსა და სესიებს, რომელიც გაიმართება: ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, სტრასბურგის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სორბონას უნივერსიტეტში. პროექტი ასევე მოიცავს კულტურულ ტურებს სტრასბურგსა და პარიზში.
პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპული სტრუქტურების მუშაობაში, გაეცნოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფორმებსა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს აღნიშნული მიმართულებით ევროუწყებებში მომუშავე პროფესიონალების მიერ. პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს.