ჩეხეთის ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი-ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) და Nadace CERGE-EI ფონდი იწვევს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალ დამთავრებულებს წარმოადგინონ ნაშრომები „ეკონომიკის სფეროში ახალი ტალანტების’’ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ტარდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ნებისმიერი სპეციალობის იმ სტუდენტებისა და აგრეთვე ახალ დამთავრებულთათვის (მაქსიმუმ ორი წლის წინ დამთავრებულთათვის), რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ეკონომიკის საკითხებით და სურთ, უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეთ იმ ძალებსა და პროცესებზე, რომლებიც „მსოფლიოს ფორმირებას ახდენენ’’.