სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისათვის "მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ საზოგადოებებში”.
კონფერენციის მიზანია სამოქალაქო განათლების სპეციალისტებმა, როგორც ახალგაზრდა ისე გამოცდილმა მკვლევარებმა განიხილონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, მოქალაქეობის ცნების რეკონცეპტულიზაცია და სამოქალაქო ღირებულებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდამავალ რეჟიმებსა და განვითარებად დემოკრატიებში.
წყარო: cela.ge