en
ge

გრძელდება განაცხადების მიღება ღია მონაცემთა ბაზების შესახებ ტრენინგში მონაწილეობისათვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს განაცხადების მიღებას ღია მონაცემთა ბაზების შესახებ ტრენინგში მონაწილეობისათვის. ტრენინგი განკუთვნილია თბილისში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის. ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან ღია მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებს და განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს.
წყარო: transparency.ge