en
ge

სტაჟირება თბილისის საპარლამენტო ოფისში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ეძებს მოხალისე სტაჟიორს, ნახევარ ან სრულ განაკვეთზე, რომელიც სტაჟირებას გაივლის თბილისის საპარლამენტო ოფისში.
სტაჟიორს მოეთხოვება ახალ კანონპროექტებზე მოკლე მიმოხილვების გაკეთება, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, კვლევაში დახმარება, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე და კომიტეტების შეხვედრებზე დასწრება და ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელისთვის (საპარლამენტო მდივანი).
წყარო: transparency.ge