სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი გაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ ორდღიან ტრენინგში, რომელიც მოიცავს:
- იდეების განვითარება;
- გუნდის ფორმირება;
- პროექტის წერა/განხორციელება;
- პრეზენტაციის დაგეგმვა/ ჩატარება;
- სპონსორებთან ურთიერთობა.
ტრენინგის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ მცირე ჯგუფებში.მათ მიერ მომზადებულ პროექტებს წარადგენენ კომპეტენტური ჟიურისა და დიდი აუდიტორიის წინაშე, რომელსაც დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რის შემდეგადაც გამოვლინდება საუკეთესო ჯგუფი, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი დაუფინანსებს პროექტს.
მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მათ მიერ შემუშავებული პროექტი 7-19 აპრილს global youth service day–ის ფარგლებში რეალურად განახორციელონ.