„საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან" და „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტთან" ერთად იწყებს ინტენსიურ ტრენინგ-კურს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "კონფლიქტი აფხაზეთში.”
მოდული მოიცავს შემდეგ თემებს:
• აფხაზეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების აღწერა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე (1990-იანი წლების კონფლიქტის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და ამჟამად მიმდინარე ანექსიური პროცესების ჩათვლით);
• აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის, საოკუპაციო ძალების, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების, ადგილობრივი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტერესთა ჯგუფების, და მედია საშუალებების როლის და საქმიანობის ანალიზს;
• კონფლიქტის დარეგულირების სამართლებრივი და დიპლომატიური ჩარჩო (ჟენევის მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმები) და საერთაშორისო აქტორების ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში;
• საქართველოს ბოლო სამი ხელისუფლების კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის შედარებითი ანალიზი.
ტრენინგი მიზნად ისახავს:
• კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ცოდნის გაღრმავებას აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და კონფლიქტთან დაკავშირებულ ასპექტებთან დაკავშირებით;
• ფართო საზოგადოების უკეთ ინფორმირებას აფხაზეთთან დაკავშირებული ფაქტების და მოვლენების შესახებ.
კურსი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის (მათ შორის, სოციალური მედიის წარმომადგენელთათვის).
ტრენინგის ენა: ქართული
კურსის ხანგრძლივობა: სამი სამუშაო დღე
ჩატარების ადგილი: თბილისი, მიცკევიჩის 27; ჭავჭავაძის 13
გათვალისწინებულია შესვენება (ყავა-ჩაი) და ძირითადი შესვენება სადილით.
დეტალურ განრიგს მსმენელები მიიღებენ ტრენინგის დაწყებამდე სამი დღით ადრე.
მონაწილეობის მსურველებმა შევსებული თანდართული აპლიკაცია უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2014 წლის 20 თებერვლისა. აპლიკაციისთვის იხილეთ ბმული
http://form.jotform.me/form/
მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭება ადრეულ აპლიკაციებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
საქართველოს რეფორმების ასოციაციას
საკონტაქტო პირი:
გიორგი ჯანგიანი
მობ. : 599 02 53 80
E-mail : g.jangiani@gmail.com