en
ge

მოხალისეთა მიღება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი" იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში. ორგანიზაციის მისიაა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის დანერგვა და მათი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად ფორმირება.
დაარსების დღიდან „ჰელფინგ ჰენდი" ეწევა მოხალისეობის პოპულარიზაციას ქართველ ახალგაზრდებში. ორგანიზაციას აქვს „მოხალისეთა ინკუბატორი" სადაც 300 მეტი ახალგაზრდაა გაერთიანებული. „ჰელფინგ ჰენდი" ახალგაზრდებს აძლევს შანსს გახდნენ პარტნიორი ორგანიზაციების მოხალისეები და ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში.
იმისთვის, რომ გახდეთ ჰელფინგ ჰენდის „მოხალისეთა ინკუბატორი"ს წევრი საჭიროა:
პირველი ეტაპი - შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა
მეორე ეტაპი - გაიაროთ გასაუბრება ორგანიზაციაში