en
ge

ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 05.02.2015
  • ბოლო ვადა: 19.02.2015
  • ბმული: http://jobs.ge/87941/
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და სახელმწიფო სახსრების მართვის მონიტორინგის მექანიზმების თაობაზე დაგეგმილი ტრენინგების სერიაში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში გაიმართება, რომელსაც "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" ახორციელებს. ტრენინგები ჩატარდება "პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან" თანამშრომლობით.
წყარო:jobs.ge