ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, 2015 წლის 4 თებერვლიდან 4 მაისის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის სტრატეგიული გრანტების მისაღებად. ორგანიზაციებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება სტრატეგიული გრანტის მისაღებად. 4 მაისამდე წარმოდგენილი განაცხადის ავტორებს, თუ მათი პროექტი დაფინანსდა და წარმატებით დასრულდა, ექნებათ ფონდიდან დაფინანსების გაგრძელების საშუალება.
სტრატეგიული გრანტები ღია კარის პროგრამის ახალი მიმართულებაა. სტრატეგიული გრანტების მიღების მსურველ ორგანიზაციებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მოუწოდებს, წარმოადგინონ გრძელვადიანი პროექტები.