საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო იწვევს ორგანიზაციებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოწოდების (დალუქული კონვერტით) ბოლო ვადაა 2015 წლის 23 თებერვალი 18 საათი, ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5/16-18, 0102.
აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მიკრო-ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში.
პროგრამა გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე (თბილისის გარდა) და ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად. აღნიშნული კონკურსი ვრცელდება შემდეგ ლოტებზე:
სამიზნე რეგიონები:
1. ლოტი 1 - აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი;
2. ლოტი 2 - კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი;
ლოტის გათვალისწინებულ ტერიტორიულ ერთეულებში პროგრამის განმახორციელებლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა (ორგანიზაცია), გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა. ერთი და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საპროექტო წინადადება არაუმეტეს ორ ლოტზე. ერთ ლოტზე დასაშვებია ორი ან მეტი ორგანიზაციის ერთობლივი (ორგანიზაციათა ჯგუფის) მონაწილეობა.
პროგრამის თაობაზე მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.qartuli.ge , ან სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2991044/2991128; ელ-ფოსტა: info@qartuli.ge.
საკონტაქტო პირი:
სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ბიზნეს განვითრების მრჩველი - ირინე გიორგიძე
ტელ.: 599 625 533 / 32 2 961645
ელ. ფოსტა: igiorgidze@enterprise.gov.ge