ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმა" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის სისხლის სამართლის და სასჯელაღსრულების საკითხებზე საუკეთესო ტელე, რადიო, ინტერნეტ და საგაზეთო რეპორტაჟების/სტატიების შესარჩევად.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში.
კონკურსში ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან რაიონულ ტელე- ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე განთავსება, 2015 წლის 1 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით.
ორგანიზაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს საკითხებს, რომელიც კონკურსის პრიორიტეტულ თემებს წარმოადგენს, თუმცა კონკურსზე სხვა სისხლის სამართლის ან სასჯელაღსრულების თემატიკის მასალის წარმოდგენაცაა შესაძლებელი:
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
• წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, გამოძიება;
• მხარეთა თანასწორობა სისხლის სამართლის პროცესში;
• აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა;
• სასჯელთა გამოყენება, მათი პროპორციულობა და დასაბუთებულობა;
• არასაპატიმრო სასჯელებისა და ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა; (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების შეზღუდვა; პრობაციის სააგენტოს საქმიანობა);
• განრიდება და მედიაცია;
• სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება;
• პატიმართა უფლებები;
• სუბკულტურების გავლენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: თემის აქტუალობა, კვალიფიციური ანალიზი/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა
მასალის კონკურსზე წარდგენის პირობები:
- ტელე- ან რადიოსიუჟეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ მატარებელზე (CD ან DVD). მასალასთან ერთად უნდა მიეთითოს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღი და დრო, ასევე ის ტელე- ან რადიომაუწყებელი და გადაცემა, რომლის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი.
- ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს იმ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, რომელშიც გამოქვეყნდა საკონკურსო მასალა.
- ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ბმული, სადაც განთავსებულია მასალა და ასევე წარმოადგინოს მასალის ამობეჭდილი ვერსია.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა შეავსონ რეგისტრაციის ფორმა. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივნისი.
გამარჯვებულ ნამუშევარზე აუცილებელია დონორის, პროექტის სახელწოდების და დისქლეიმერის მითითება. შესაძლებელია ერთი პირის მიერ ერთზე მეტი ნამუშევრის წარმოდგენა.
პრიზი:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II და III ადგილის მფლობელი ჟურნალისტები, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს შესაბამისად 1000, 800 და 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება ივნისის ბოლოს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:
ქიქოძის ქ. 16, თბილისი საქართველო 0105
ტელ.: + 995 322 98 35 60
ელ. ფოსტა: kotiashvili@penalreform.org