en
ge

ახალგაზრდებისთვის ევროპის და აზიის სამიტის მოდელირება 2015

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, მომავალ დიპლომატთა კლუბი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.03.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/events/793891454032061/?ref=22
ევროპისა და აზიის სამიტი (ASEM) არის 30 ევროპულ სახელმწიფოსა და 21 აზიურ ქვეყანას შორის შეხვედრა. სამიტის ფარგლებში განიხილება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხები, ევროპასა და აზიას შორის ურთიერთპატივისცემისა და თანაბარი პარტნიორობის გასაღრმავებლად.
საქართველოში პროექტი პირველად ხორციელდება და მას ერთობლივად თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობები) და მომავალ დიპლომატთა კლუბი ახორციელებს.
პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ევროპული და აზიური ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და საქმიანების შესახებ; გაიღრმავონ ცოდნა კონკრეტული ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ; მონაწილეობა მიიღონ კულტურათა შორის დიალოგში და ჩამოყალიბდნენ თანამედროვე დინამიური მსოფლიოს მოქალაქეებად. ASEM-ის ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი უნარები დებატებისა და მოლაპარაკებების ტექნიკებში, შეხვდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაუზიარებენ მონაწილეებს საკუთარი ქვეყნების ხედვას ევროპისა და აზიის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე.
პროექტი მოიცავს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკისა და კულტურის სხვადასხვა საკითხებს. სიმულაციის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში და განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს. ჯგუფები იმუშავებენ ASEM-ის საბჭოს ფორმატით.
თარიღი: 21–22–23 მარტი, 2015
სამუშაო ენა: ქართული
ასაკობრივი შეზღუდვა: 15–26
მონაწილეობის საფასური: 40 ლარი
მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის მთელ განმავლობაში კვების, საკანცელარიო მასალებისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს.
შერჩევის და შემდეგ არ–მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (მონაწილე თანხას იხდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის შესარჩევ ეტაპ(ებ)ს და მიენიჭება დელეგატის სტატუსი; თანხის ჩარიცხვა წინასწარ არ ხდება. შერჩევის ეტაპის შემდეგ კანდიდატი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ანგარიშების შესახებ ელ-ფოსტის მისამართზე).
*ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი!
დელეგატის პოზიციაზე მონაწილეობის მსურველებმა 15 მარტამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: http://goo.gl/b5QMRD
ჟურნალისტის პოზიციაზე მონაწილეობის მსურველებმა 15 მარტამდე გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: http://goo.gl/2FpEHB
ჯგუფის ხელმძღვანელთა პოზიციაზე 15 მარტამდე ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: http://goo.gl/U2dFnP
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@fdclub.ge
555 46 69 69