en
ge

საინფორმაციო სემინარი ახალგაზრდებისთვის (Georgia's Foreign and Security Policy Priorities)

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მომავალ დიპლომატთა კლუბი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 23.02.2015
  • ბმული: https://idfi.ge/ge/presentation-of-opendata-annual-report
2015 წლის 28 თებერვალს - 1 მარტს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება საინფორმაციო სემინარი სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. პროექტის მთავარი მიზანი არის სტუდენტების ინფორმირება NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ და საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა. საინფორმაციო სემინარის მთავარი თემები იქნება საქართველოს წინაშე არსებული გამოწევები და პერსპექტივები, ასევე უელსის სამიტის შედეგების შეჯამება; DCFTA ხელშეკრულება და მისი იმპლემენტაციის პროცესი; ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი.
შერჩეულ სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ექსპერტები.
პროექტი ხორციელდება თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობები), ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით.
ღონისძიების თითეულ მონაწილეზე ცოდნის ფონდის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების (გრანტის) შედეგად ფინანსდება პროექტში მონაწილეობის 80%, შესაბამისად სტუდენტების მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 30 ლარს.
თარიღი: 28 თებერვალი - 1 მარტი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი.
მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში დარჩენის, კვებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს.
ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია:http://goo.gl/2DwHz1
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 23 თებერვალი.
საკონტაქტო პირები:
რევაზ თოფურია 555 466969
გიორგი მელაშვილი 591 703169
შალვა ჩხეიძე 514 539191
FDC@freeuni.edu.ge