en
ge

პროექტის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: IWPR
  • დაწყების თარიღი: 11.02.2015
  • ბოლო ვადა: 27.02.2015
  • ბმული: http://jobs.ge/88313/
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (iwpr.net) არის საერთაშირისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მიზანმიმართულია თავისუფალი და სამართლიანი მედიის საშუალებით მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობისკენ. IWPR მოღვაწეობს ოცდაათზე მეტ ქვეყანაში და ხელს უწყობს ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს დამოუკიდებელი ადგილობრივი მედიის ხელშეწყობას; ადგილობრივი ჟურნალისტების, რედაქტორების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერების გადამზადებას; ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის შესახებ საკითხების ფართო და სიღრმისეულ გაშუქებას; ადამიანის უფლებათა, საერთაშორისო სამართლის, გარემოს დაცვის, უმცირესობათა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერებას.
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მდებარეობა: თბილისი
დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ
ხანგრძლივობა: 12 თვე (გაგრძელების შესაძლებლობით).
წყარო:jobs.ge