en
ge

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 11.02.2015
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://www.mdfgeorgia.ge/geo/view_statements/171
მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით აცხადებს ბლოგერების კონკურსს "ქალები ცვლილებებისთვის".
კონკურსის მიზანია ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბლოგი უნდა შეეხებოდეს ლიდერ ქალებს, რომლებიც თავიანთი სამოქალაქო აქტიურობით და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობით ადგილებზე ცვლილებებს უწყობენ ხელს;
მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ვებ-ბმულის ან ვორდის ფაილის სახით; ვიდეო ბლოგის შემთხვევაში კი ვიდეო ფაილის ან youtube ლინკის სახით;
წარმოდგენილი მასალა არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს და უცენზურო ლექსიკას.
10 საუკეთესო ბლოგის ავტორი და 10 ლიდერი ქალი ციფრული ტექნიკით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.
საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია მედიის განვითარების ფონდის ელექტრონულ მისამართზე mdfgeo@gmail.com . განაცხადში ასევე მითითებული უნდა იყოს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.
მასალების მიღების ბოლო ვადა 15 მარტია.
წყარო:mdfgeorgia.ge