„თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის/Cooperation for Peace and Progress” „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან" თანამშრომლობით იწყებს პროექტს „გორის ლექციები:"უცნობი" საბჭოთა წარსული".
პროექტის მიზნებია:
1. საბჭოთა წარსულის შესახებ ინფორმაციული დონის ამაღლება;
2. საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსიისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა;
3. ახალგაზრდებში ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
თითოეული თემის ირგვლივ მონაწილეები იმუშავებენ მოსამზადებელი სემინარის, ლექციისა და შემაჯამებელი სემინარის ფარგლებში.
ლექცია-სემინარები გაიმართება ქ. გორში, კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს.
ხანგრძლივობა 2 საათი.
პროექტში მონაწილეობა უფასოა
წყარო: თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის