en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) აცხადებს კონკურსს გენდერის თემაზე მომზადებული საუკეთესო მედია ნამუშევრის გამოსავლენად. კონკურსში გამარჯვებული სტატია გამოქვეყნდება სამხრეთ კავკასიის გენდერული ქსელის ვებ პორტალზე - www.ginsc.net და სტატიის ავტორს საშუალება მიეცემა სტაჟირება გაიაროს ქალთა საინფორმაციო ცენტრში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ მომზადებული მასალა 2012 წლის 9 ნოემბრამდე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში (მის. წინამძღვრიშვილის ქ. 40) ან გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – office@ginsc.net