en
ge

სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: https://www.facebook.com/events/928789660467330/?ref=48
„სამოქალაქო განათლებისა და სოციალური თანასწორობის ცენტრი" (CESEC) ამერიკული წიგნის კლუბის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსი აგებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების საგამოცდო პროგრამის მიხედვით და გათვლილია აბიტურიენტებისა და სამოქალაქო განათლებით დაინტერესებული უფროსკლასელთათვის (IX-XII კლასი) .
ლექციებს ჩაატარებენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორები. მოწვეული ლექტორები იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსი დაიწყება 14 მარტს. კურსის ხანგრძლივობაა 72 საათი (3 თვე). ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შენობაში. სასწავლო კურსის მთლიანი ღირებულებაა 150 ლარი.
საკონტაქტო პირი: თამარ საჯაია - 599 88 37 98; cesec.education@gmail.com
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში