en
ge

კონკურსი ლან კირკლანდის სტიპენდიის მოსაპოვებლად

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: პოლონეთ–ამერიკის თავისუფლების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.03.2015
  • ბმული: http://www.mes.gov.ge/content.php?id=5526&lang=geo
პოლონეთ - ამერიკის თავისუფლების ფონდი აცხადებს ღია კონკურსს ლან კირკლანდის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2015-16 აკადემიური წლისათვის. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ მაგისტრის ხარისხი, აქვთ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება, არიან 35 წლამდე ასაკის (გამონაკლის შემთხვევებში 40-მდე), ფლობენ ბაზისურ პოლონურ ენასა და ინგლისურ ენას (იმ შემთხვევაში თუ სასწავლო პროგრამის სწავლების ენა ინგლისურია). პროგრამა მოიცავს ორსემესტრიან სწავლებას პოლონეთის უნივერსიტეტებში და 2-4 კვირიან პრაქტიკის გავლას საჯარო და კერძო ინსტიტუტებში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ადმინისტრირება/მენეჯმენტი (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება), საჯარო ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერება, პოლიტიკური მეცნიერება და საერთშორისო ურთიერთობები, განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მარტი; დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.kirkland.edu.pl
წყარო: განათლების სამინისტრო