en
ge

საერთაშორისო მოდელირება ამსტერდამსა და მაასტრიხში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.03.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1417513225213424/
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტუდენტურ ასოციაციასთან ერთად იწყებს საქართველოს დელეგაციის შერჩევას ევროპის ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული მოდელირებისთვის
2015 წლის მოდელირების თემაა: სტაბილურობის აღდგენა - სწრაფვა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისკენ
მოდელირების პარტნიორებია:
✔ჩრდილო–ატლანტიკური უსაფრთხოების ორგანიზაცია (NATO)
✔ევროპარლამენტი
✔გაერთიანებული ერების საინფორმაციო ცენტრი დასავლეთ ევროპაში
✔მაასტრიხის უნივერსიტეტი
აღნიშნული მოდელირება გაერთიანებული ერების სტუდენტური ასოციაციის მიერ 2006 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2008 წლიდან ის არის ევროპის დონით ნომერ მეორე მოდელირება, განთქმული თავისი მაღალი ხარისხით და დელეგატების სიმრავლით.
მოდელირებაში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევა:
◄მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხების განხილვაში;
◄შეხვდენენ NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს;
◄შეხვდნენ ევროპული პარლამენტის წევრებს;
◄წარმოაჩინოთ ლიდერული უნარ–ჩვევები;
◄შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება საერთასორისო ურთიერთობის სფეროში;
დელეგატებს შეეძლებათ იმუშაონ ჩამოთვლილთაგან მათთვის სასურველ კომიტეტში:
∘ გაეროს უშიშროების საბჭო;
∘ ეკონომიკური და სოციალური საბჭო;
∘ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო;
∘ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია;
∘ მსოფლიო ბანკი;
∘ ევროპარლამენტი;
∘ ევროსაბჭო;
∘ აფრიკის კავშირი;
∘ NATO;
პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 1 100 ევროს, რომელიც მოიცავს:
•მგზავრობის ხარჯს;
•საცხოვრებლის საფასურს;
•კვების ხარჯებს;
•პროექტში მონაწილეობის საფასურს;
•კულტურულ ტურში მონაწილეობის ღირებულებას;
პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მოცემული განაცხადის ფორმა 2015 წლის 15 მარტამდე: http://goo.gl/forms/kw7AWF6Wbn
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
(+995)51 70 75 72
(+995)55 46 69 69
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი